Global Education Georgia
იტალიური ენა

იტალიური ენის პროგრამა

სასწავლო ცენტრი „Global Education Georgia“ გთავაზობთ იტალიური ენის შემსწავლელ კურსებს.

მეცადინეობა მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდით  ევროპის წამყვანი ლიცეუმებისა და უმაღლეს სასწავლებლებისათვის განკუთვნილი ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოებით, ვიდეო და აუდიო მასალის გამოყენებით, თითოეული დონისთვის შესაბამისი სასწავლო ფილმებით, რომლის ყოველდღიურობის ამსახველი სიუჟეტები გვეხმარება ლექსიკისა და გრამატიკული კონსტრუქციის ადვილად გაგებასა და შესწავლაში.

ტარდება ვიდეო ლექციები, რომელიც ითვალისწინებს გრამატიკული კურსის საფუძვლიან შესწავლას. სწავლის პროცესში ტარდება სიენისა და ფლორენციის უნივერსიტეტებისთვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტირება. სწავლებას დამატებით დაერთვის ილია ფრანკის მეთოდი.


იტალიური ენის კურსი შედგება სამი დონისგან:

I  - elementare A1-A2 ელემენტარული

II -  intermedio B1-B2 საშუალო

III  - avanzato C1-C2 უმაღლესი (პროფესიონალური დონე)


1.ელემენტარული დონე Livelo elementare (A1-A2) შედგება გრამატიკის ძირითადი კურსისგან, გულისხმობს სასაუბრო – საკომუნიკაციო ელემენტების ცოდნას,მარტივი ტექსტების ზეპირ და წერით თარგმანს,  ინტეგრირებას იტალიურ გარემოში.

2. საშუალო დონე Livelo intermedio (B1-B2) შედგება გრამატიკის სრული კურსისგან, მოითხოვს ზოგად სამეცნიერო ტერმინოლოგიის ცოდნას, რთული ტექსტების განხილვას, პრესისა და ისტორიული ნარკვევების ზეპირ და წერით თარგმანს, სწორ  და კორექტულ საუბარს იტალიურ ენაზე, სრული კურსის დამთავრების შემდეგ შესაძლებელია იტალიური ენის გამოყენება უმაღლეს სასწავლებელში გასაგრძელებლად.


3.უმაღლესი (პროფესიონალური დონე) Livelo intermedio-avanzato (C1-C2) გულისხმობს იტალიური ენის მაღალ პროფესიონალურ დონეზე ცოდნას. კურსდამთავრებულს შეუძლია იტალიური ენა გამოიყენოს პროფესიონალურ სფეროში.

იტალიური ენის სწავლების  ღირებულებაა:

ინდივიდუალური მეცადინეობა-160 ლარი.

წყვილში-140 ლარი.

ჯგუფში-130 ლარი.

სპეციალური ჯგუფები:

1.ლიტერატურული დიალექტების – რომაული, ვენეციური, ნეაპოლიტანური და სიცილიური დიალექტების გრამატიკული შესწავლა.

2.ტექნიკური ტერმინოლოგია. სამედიცინო, იურიდიული, სამეცნიერო ტერმინოლოგია.

3. მეტყველების ეთიკა.

4.კურსი გიდთათვის.

5.სასაუბრო იტალიური (მოკლევადიანი კურსი ). დაწყებითი იტალიური ენის კურსი ითვალისწინებს იტალიური ენის შესწავლას უმოკლრეს ვადაში. დაჩქარებული პროგრამა უზრუნველყოფს გრამატიკის ელემენტარული კურსის ცოდნას და დამოუკიდებლად საუბარს იტალიურ ენაზე კონკრეტულ სიტუაციებში

პროფესიული მიმართულებები:

ინდივიდუალური მეცადინეობა-220 ლარი .

წყვილში-200 ლარი.

ჯგუფში-160  ლარი.

1.ბიზნეს იტალიური.

2.ზეპირი -სინქრონული თარგმანი.

კურსის ღირებულებაა:

ინდივიდუალური მეცადინეობა-250 ლარი .

წყვილში-230 ლარი.

ჯგუფში-200  ლარი.

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 3-ჯერ; თითო ლექცია გრძელდება 1-1,5 საათი.


ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები